ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   სVI
მოსმენა
კითხვა
წერა
ლაპარაკი
უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი
მცირე ზომის დიალოგის
გაგება.




უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

უცხ.დ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება
უცხ.დ.VI.7.მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.

უცხ.დ.VI.8.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

უცხ.დ.VI.9.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

უცხ.დ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
უცხ.დVI.11. მოსწავლეს შეუძლია პირადი (ელექტრონული) წერილის დაწერა.

უცხ.დ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით
მცირე ზომის თხზულების შექმნა.

უცხ.დ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დVI.14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.


უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.

უცხ.დ.VI.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
უცხ.დ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.



                                                                
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
სწავლის სწავლა
უცხ.დ.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.



უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზე
სხვადასხვა ტიპის
პროექტის
განხორციელება


უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.

უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
ხერხის გამოყენება
ლექსიკური
მასალის ასათვისებლად.

უცხ.დ.VI.23. მოსწავლეს
შეუძლია გრამატიკულ
მოვლენებში გასარკვევად
სათანადო სტრატეგიების
გამოყენება.

უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

                                                                         
                                    უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს;
·           ამოკრეს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);

უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
 გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
·           უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელოის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;

უცხ.დ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება (მაგ., თამაშის წესი, როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ნაკეთობა და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           პირველ რიგში, აკვირდება ტექსტის კომპოზიციას, არასიტყვიერ და სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციებს, სქემებს, ისრებს, ლოგოებს, წარწერებს, ძირითადი ტექსტის განლაგებას, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს და სხვა) და განსაზღვრავს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·           ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., საჭირო მასალას, მის მახასიათებლებს, რაოდენობას, მოქმედების ადგილს და სხვა);
·           ამოიცნობს მითითებებს;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.

უცხ.დ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა;
·           ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირს;
·           ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა.
უცხ.დ.VI.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
·           მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·           ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;

უცხ.დ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა სახის ტექსტს კომპოზიციური აგებულების მიხედვით (მაგ., ინსტრუქციასა და შემეცნებითი ხასიათის ტექსტ), ასახელებს განსხვავებებს, მსგავსებებს;
·            ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
·           ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის;
·           ამოიცნობს ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ ფორმებს, ზმნიზედებს;
·           ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, სიტყვათშეთანხმებას, წინდებულს).

კითხვის სტრატეგიები
უცხ.დ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაციის, ნაცნობი ასოები) დახმარებით;
·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

მიმართულება: წერა
უცხ.დ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია პირადი (ელექტრონული) წერილის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
·         ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება-დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
·         აღწერს ადამიანებს, საგნებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
·         სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად სვამს შეკითხვებს.

უცხ.დ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის თხზულების შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შეარჩევს თემას;
·           აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციას;
·           განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
·           ქმნის მცირე მოცულობის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის;
·           ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატს, ფოტოს, ცხრილს);
·           წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
უცხ.დ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას);
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში);
·           შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს მითითებების მიცემისას;
·           იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ მარტივ გაუვრცობელ თუ გავრცობილ წინადადებებში;
·           იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.

უცხ.დ.VI.14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას, გრამატიკულ ცნობარს და სხვა);
·           წერს შავ ვარიანტს;
·           გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
·           ათეთრებს ნაწერს.

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემის გარშემო (მაგ., სტუმრად ქალაქში/სოფელში, ჩემი ეზო/სახლი, ოჯახი/მეგობრები, საყვარელი საქმიანობა/გართობა და სხვა);
·           პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებს;
·           გამოთქვამს დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
·           გამოხატავს ემოცის, განწყობს, სურვილს;
·           მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ტელეფონით შეხვედრის დანიშვნა; კაფეში; მოწმეების გამოკითხვა და სხვა).
უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩა, სურათს);
·           სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
·           გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე
უცხ.დ.VI.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·         მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს;
·         სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი) მქონე წინადადებებს;
·         იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმისას;
·         იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
·         იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (მაგ., ზმნის სათანადო პირი და რიცხვი);
·         სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
 ლაპარაკის სტრატეგიები
უცხ.დ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება იგი და სხვა);
  • ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს;
·         ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან.

მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
·           ავლებს პარალელს უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის და პოულობს მსგავსებებს/განსხვავებებს;
·           გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს;
·           მოიძიებს დამატებით ცნობებს;

მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ხის შედგენა, კატალოგის შექმნა-წარმოდგენა და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·            გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·            გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას;
·            მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და ამუშავებს მოძიებულ მასალას;
·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში
·           ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ.,პლაკატს) და იყენებს მათ;
·            მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.

უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.

უცხ.დ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
·           იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს;
·           იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს.

უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხს;
·           კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           მეწყვილესთან ერთად ჭრის დასმულ ამოცანას;
·           მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში;
·           კორექტულად აღნიშნავს სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
·           ეთათბირება თანაგუნდელებ ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·           ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
·           გამოთქვამს საკუთრ მოსაზრებებს, უსმენს სხვისას;

·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.

No comments:

Post a Comment