პროექტის სახელწოდება
: ჩემი საყვარელი კერძი- My favourite
dish
პროექტის თემა
: საკვები, განუსაზღვრელი ნაცვალსახელები და რაოდენობითი
ზედსართავი სახელები. Food, Indefinite pronouns
and quantitative adjectives
პროექტის
აქტუალურობა : ზემოთ
აღნიშნული თემა აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციო-კულტურილი ურთიერთობების გამოხატვისათვის, მოსწავლეები სწავლობენ
საკვებს და განუსაზღვრელ ნაცვალსახელებსა და
რაოდენობით ზედსართავ სახელებს რომელიც გამოიყენება საკვების დასახელებისას, მოთხოვნისას
და კერძების რეცეპტების მომზადებისათვის.მოსწავლეები შეისწავლიან საკვებს , განუსაზღვრელ ნაცვალსახელებსა და რაოდენობით
ზედსართავ სახელებს, ცოდნის მიღების შემდეგ მოამზადებენ პრეზენტაციებსა( პოსტერებს)
და შეასრულებენ გრამატიკულ და ლექსიკურ დავალებებს
სადაც გამოიყენებენ ზემოთ აღნიშნულ თემებს (
ლექსიკასა და გრამატიკას)
პროექტის
მიზნები:
Ø ლექსიკური მასალის შესწავლა-გამოყენება
Ø გრმატიკული მასალის -შესწავლა -გამოყენება
Ø კითხვისა და მეტყველების უნარის განვითარება
Ø მოსმენი უნარის გნავითარება (კონკრეტული
სიტუაციის მოსმენა)
Ø წერის უნარის განვითარება
კლასი : მეათე
ვადები და ხანგრძლივობა : ხუთი
გაკვეთილი (225წთ)
პროექტის ხელმძღვანელი : თამარ კეკელია
პროექტის ხელმძღვანელის ბლოგი: kekeliatamari.blogspot.com
პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები :
პირველი დღე: 45 წთ
-1 გაკვეთილი
მუშაობის ფორმები : ინდივიდუალური / წყვილური
·
მოსწავლეები
ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ლექსიკას და წყვილებში ამოიცნობენ მათ მნიშვნელობას
და ასახელებენ , ასევე ეცნობიან დამატებით თემატურ ლექსიკას - (15 წუთი )
·
მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს
ინდივიდუალურად და შედმეგ მეწყვილესთან ერთად ასრულებენ დავალებებს : მართებულია/ მცდარია
ჯგუფურად- მთელი კლასი ისმენს ერთი ინდივიდის ტექსტის წაკითხვას და ხდება ტექსტში ხაზგასმული ლექსიკის მნიშვნელობის
ამოცნობა. ( 20 წუთი)
·
საუბარი რამდენად ნატურალურ საკვებს მივირთმევთ?
სად ვამჯობინებთ ჭამას სახლში
თუ სწრაფი კვების ობიექტებში? (10 წთ)
დავალება :
·
თავისუფალი თემა :
ინდივიდუალური დავაალება-ჩემი საყვარელი კერძი
·
ლექსიკური მასალის განსამტკიცებელი სავარჯიშოები სამუშაო
რვეულიდან
მეორე დღე:
45 წუთი -
1 გაკვეეთილი
1 გაკვეეთილი
მუშაობის ფორმები:
ინდივიდუალური, წყვილური
·
მოსწავლეთა დავალების შემოწმება -თემების ინდივიდუალურად
წაკითხვა 20 წუთი
·
ხდება
წინარე ცოდნის გააქტიურება თვლადი და უთვლად
არსებითი სახელების გამეორება და ეცნობიან მასწავლებლის ახსნის შედეგად მათთან გამოყენებად
განუსაზღვრელ ნაცვალსახელებსა და რაოდენობით ზედსართავსახელებს some/any/no
(25-წუთი)
ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას წყვილებში და კითხულობენ
დავალება : მოსწავლეები ასრულებენ
ზემოთ აღნიშნული შესწავლილი მასალის განსამტკიცებელ დავალებებს სამუშაო რვეულში
მესამე დღე : 45 წუთი -1 გაკვეთილი
მუშაობის ფორმები:
ინდივიდუალური/წყვილებში
·
შესრულებული დავალებების შემოწმება/ანალიზი სამუშაო რვეულიდან 20 წუთი
·
მოსწავლეები ეცნობიან მასწავლებლის ახსნის შედეგად„quantitative
adjectives“ - რაოდენობით ზედსართავ სახელებს და ასრულებენ მიღებული ცოდნის განმტკიცებისათვის
წყვილებში სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას და რამოდენიმე დავალებას სამუშაო რვეულიდან.
25 წთ.
დავალება:
·
მოსწავლეები უსმენენ კონკრეტული თემის აუდიო ჩანაწერს
და ასრულებენ დავალებას თუ რამდენად გაიგეს
მოსმენილი ტექსტი , აღნიშნული დავალება მოსწავლეებს ხვდებათ ელექტრონულ საკლასო ოთახში
www.edmodo.com-ზე.
·
სამუშაო რვეულში დავალებების შესრულება შესწავლილი მასალის
განმტკიცებისათვის.
მეოთხე დღე: 45 წუთი -1 გაკვეთილი
მუშაობის ფორმები:
ინდივიდუალური, წყვილური ჯგუფური
·
მოსწავლეები
ეცნობიან სახელმძღვანელოდან სადილზე/ პიკნიკზე
/ წვეულებაზე მიწვევის ტექსტებს და წყვილებში წერენ მოსაწვევ
წერილს სადაც აღწერენ სად რა იმართება და რა საკვები და დასალევი იქნება- ახდენენ პრეზენტაციას 20 წთ
დავალება:
·
მოსწავლეები
ჯგუფდებიან და ასახელებ ჯგუფის წევრების საყვარელ კერძებს და შეთანხმების შედაგად ყველაზე აქტუალური კერძების პრეზენტაციისათვის ემზადებიან შემდეგი
გაკვეთილისათვის , ირჩევენ პრეზენტატორს 10 წთ
არასაკლასო გარემოში ამზადებენ პოსტერებს .
მეხუთე დღე: 1 გაკვეთილი
45 წთ
მუშაობის ფორმა : ჯგუფური/ ინდივიდუალური
ჯგუფებში არჩეული პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფის მიერ შერჩეულ კერძებს,სადაც ასევე გამოყენებულია
ის გრამატიკული მასალა რომელიც შეისწავლეს. ჯგუფები უსვავენ კითხვებს ერთმენთს აღნიშნული
კერძების შესახებ.
მუშაობის დროს ხდებოდა განმავითარებელი შეფასებები -შეცდომების ანალიზი და სუსტი მხარეების დაძლევის მიზნით დამატებითი სამუშაოები. ხოლო პრეზენტატორები რომლებმაც წარმოადგინეს ინდივიდუალურად და ჯგუფის სახელით ნამუშევარი მათი შეფასება მოხდა შემდეგი სქემის საფუძველზე.
( ფოტო და ვიდეო მასალის ორგანიზებისას მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლე იყო თანახმა კადრში მოხვედრილიყო - ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე)
შეფასება :
მუშაობის დროს ხდებოდა განმავითარებელი შეფასებები -შეცდომების ანალიზი და სუსტი მხარეების დაძლევის მიზნით დამატებითი სამუშაოები. ხოლო პრეზენტატორები რომლებმაც წარმოადგინეს ინდივიდუალურად და ჯგუფის სახელით ნამუშევარი მათი შეფასება მოხდა შემდეგი სქემის საფუძველზე.
( ფოტო და ვიდეო მასალის ორგანიზებისას მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლე იყო თანახმა კადრში მოხვედრილიყო - ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე)
შეფასება :
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს დროის ლიმიტს
|
0 - 1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ
მოთხოვნებს
|
0 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
|
|
თანამიმდევრულად
აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
|
0 - 1
|
განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს
|
0 - 1
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
|
იყენებს ნასწავლი დროის
გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა
და ენობრივ ფორმებს
|
0-2
|
ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ
ფორმებს
|
0 - 1
|
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
|
ავლენს ფანტაზიის
უნარს, ორიგინალურობას
|
0 - 1
|
იჩენს გაბედულებას
ენობრივი თვალსაზრისით
|
0 - 1
|
ქულათა
მაქსიმალური რაოდენობა 10
|