Wednesday, January 29, 2014

Project- the tenth grade

პროექტის სახელწოდება :  ჩემი საყვარელი კერძი- My favourite dish
პროექტის თემა : საკვები, განუსაზღვრელი ნაცვალსახელები  და  რაოდენობითი ზედსართავი სახელები. Food, Indefinite pronouns  and quantitative adjectives
პროექტის  აქტუალურობა : ზემოთ აღნიშნული თემა აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციო-კულტურილი  ურთიერთობების გამოხატვისათვის, მოსწავლეები სწავლობენ საკვებს და  განუსაზღვრელ ნაცვალსახელებსა და რაოდენობით ზედსართავ სახელებს რომელიც გამოიყენება საკვების დასახელებისას, მოთხოვნისას და კერძების რეცეპტების მომზადებისათვის.მოსწავლეები შეისწავლიან  საკვებს , განუსაზღვრელ ნაცვალსახელებსა და რაოდენობით ზედსართავ სახელებს, ცოდნის მიღების შემდეგ მოამზადებენ პრეზენტაციებსა( პოსტერებს) და შეასრულებენ  გრამატიკულ და ლექსიკურ დავალებებს სადაც გამოიყენებენ ზემოთ აღნიშნულ თემებს (  ლექსიკასა და გრამატიკას)
პროექტის მიზნები:
Ø   ლექსიკური მასალის შესწავლა-გამოყენება
Ø  გრმატიკული მასალის -შესწავლა -გამოყენება
Ø  კითხვისა და მეტყველების უნარის განვითარება
Ø  მოსმენი უნარის გნავითარება (კონკრეტული სიტუაციის მოსმენა)
Ø  წერის უნარის განვითარება
კლასი : მეათე
ვადები და ხანგრძლივობა  : ხუთი გაკვეთილი (225წთ)
პროექტის ხელმძღვანელი : თამარ კეკელია
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა: kekeliatamari@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის ბლოგი:  kekeliatamari.blogspot.com
პროექტის ბოლოგი: http://tenthgrade2014.blogspot.com/
პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები :
პირველი დღე:   45 წთ -1 გაკვეთილი
მუშაობის ფორმები : ინდივიდუალური / წყვილური
·         მოსწავლეები ეცნობიან  სახელმძღვანელოში მოცემულ  ლექსიკას და წყვილებში ამოიცნობენ მათ მნიშვნელობას და ასახელებენ , ასევე ეცნობიან დამატებით თემატურ ლექსიკას - (15 წუთი )
·         მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს ინდივიდუალურად და შედმეგ მეწყვილესთან ერთად ასრულებენ დავალებებს : მართებულია/ მცდარია 
ჯგუფურად- მთელი კლასი ისმენს ერთი ინდივიდის ტექსტის წაკითხვას და  ხდება ტექსტში ხაზგასმული ლექსიკის მნიშვნელობის ამოცნობა. ( 20 წუთი)
·         საუბარი რამდენად ნატურალურ საკვებს მივირთმევთ?
სად ვამჯობინებთ ჭამას სახლში  თუ სწრაფი კვების ობიექტებში? (10 წთ)
დავალება : 
·         თავისუფალი თემა :  ინდივიდუალური დავაალება-ჩემი საყვარელი კერძი
·         ლექსიკური მასალის განსამტკიცებელი სავარჯიშოები სამუშაო რვეულიდან




მეორე დღე: 45 წუთი -
1 გაკვეეთილი
მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური
·         მოსწავლეთა დავალების შემოწმება -თემების ინდივიდუალურად წაკითხვა 20 წუთი
·         ხდება წინარე ცოდნის გააქტიურება თვლადი  და უთვლად არსებითი სახელების  გამეორება და  ეცნობიან მასწავლებლის ახსნის შედეგად მათთან გამოყენებად განუსაზღვრელ ნაცვალსახელებსა და რაოდენობით ზედსართავსახელებს  some/any/no (25-წუთი) ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას წყვილებში და კითხულობენ
დავალება :  მოსწავლეები ასრულებენ ზემოთ აღნიშნული შესწავლილი მასალის განსამტკიცებელ დავალებებს სამუშაო რვეულში

მესამე  დღე : 45 წუთი -1 გაკვეთილი
მუშაობის ფორმები:  ინდივიდუალური/წყვილებში
·         შესრულებული დავალებების შემოწმება/ანალიზი  სამუშაო რვეულიდან 20 წუთი
·         მოსწავლეები ეცნობიან  მასწავლებლის ახსნის შედეგად„quantitative adjectives“ - რაოდენობით ზედსართავ სახელებს და ასრულებენ მიღებული ცოდნის განმტკიცებისათვის წყვილებში სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას და რამოდენიმე დავალებას სამუშაო რვეულიდან. 25 წთ.
დავალება:
·         მოსწავლეები უსმენენ კონკრეტული თემის აუდიო ჩანაწერს და ასრულებენ დავალებას თუ რამდენად  გაიგეს მოსმენილი ტექსტი , აღნიშნული დავალება მოსწავლეებს ხვდებათ ელექტრონულ საკლასო ოთახში www.edmodo.com-ზე.
·         სამუშაო რვეულში დავალებების შესრულება შესწავლილი მასალის განმტკიცებისათვის.
მეოთხე დღე:  45 წუთი -1 გაკვეთილი
მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური ჯგუფური
         შესრულებული დავალებების  შემოწმება/ანალიზი ( ინდივიდუალური) 15 წთ
·          მოსწავლეები ეცნობიან  სახელმძღვანელოდან სადილზე/ პიკნიკზე / წვეულებაზე მიწვევის ტექსტებს და  წყვილებში  წერენ  მოსაწვევ წერილს სადაც აღწერენ სად რა იმართება და რა საკვები  და დასალევი იქნება- ახდენენ პრეზენტაციას 20 წთ
დავალება:
·         მოსწავლეები  ჯგუფდებიან და ასახელებ ჯგუფის წევრების საყვარელ კერძებს და  შეთანხმების შედაგად ყველაზე აქტუალური  კერძების პრეზენტაციისათვის ემზადებიან შემდეგი გაკვეთილისათვის , ირჩევენ პრეზენტატორს 10 წთ
არასაკლასო გარემოში ამზადებენ პოსტერებს .
მეხუთე დღე:   1 გაკვეთილი  45 წთ
მუშაობის ფორმა : ჯგუფური/ ინდივიდუალური


ჯგუფებში არჩეული პრეზენტატორი წარმოადგენს  ჯგუფის მიერ შერჩეულ კერძებს,სადაც ასევე გამოყენებულია ის გრამატიკული მასალა რომელიც შეისწავლეს. ჯგუფები უსვავენ კითხვებს ერთმენთს აღნიშნული კერძების შესახებ.







მუშაობის დროს ხდებოდა განმავითარებელი შეფასებები -შეცდომების ანალიზი და  სუსტი მხარეების დაძლევის მიზნით დამატებითი სამუშაოები. ხოლო პრეზენტატორები რომლებმაც წარმოადგინეს ინდივიდუალურად და ჯგუფის სახელით ნამუშევარი მათი შეფასება მოხდა შემდეგი სქემის საფუძველზე.           





( ფოტო და ვიდეო მასალის ორგანიზებისას მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლე იყო თანახმა კადრში მოხვედრილიყო - ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე)



  











შეფასება : 
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის
ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
0 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
0 - 1
განსაზღვრავს მოქედების დროსა და სივრცეს
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

იყენებს ნასწავლ დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს
0-2
ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს
0 - 1
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
0 - 1
იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10



მეხუთე პარაგრაფი


მოუსმინეთ აუდიო მასალას და შეასრულეთ სახელმძღვანელოში მოცემული აუდიო დავალებები
    • ედმოდოს საიტიდან კოპირებული აუდიო მასალა რომელიც არ ჩანს აქ :(